ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა დაარსდა 1938 წელს ზუგდიდში, რომელიც იმჟამად იწოდებოდა ზუგდიდის №2 საშუალო სკოლად. მისი პირველი დირექტორი იყო იოსებ ქირია. შემდეგ იგი გადაკეთდა ვაჟთა სკოლად და ამ სახელწოდებით არსებობდა 1955–1956 სასწავლო წლის დაწყებამდე. სასწავლებელი 1956 წლიდან ფუნქციონირებდა ზუგდიდის მეორე საშუალო სკოლის სახელწოდებით. 1958 წლის აგვისტოში სკოლას ლენინური კომკავშირი სახელი მიენიჭა და იწოდებოდა ზუგდიდის ლენინური კომკავშირის სახელობის №2 საშუალო სკოლად.


სკოლის პირველი დირექტორი იოსებ ქირია შეცვალა ალიოშა ხუნჯუამ, შემდეგ დადგა ეფრემ კვირტიას ხელმძღვანელობის პერიოდი, ბატონი ეფრემი შეცვალა იასონ ურიდიამ. ვაჟთა სკოლას დირექტორობდა გიგლა ჯვებენავა. №2 საშუალო სკოლის სირექტორები იყვნენ: ამბაკო ჭითანავა, ჩხოლარია გოგოლა, ციალა ქირია, ქეთინო სიგუა, ზამირა ღადუა. ამჟამად მარინე ქარცხია.
1989 წელს სკოლას მიენიჭა ქართველთა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელი, ხოლო 1994 წლიდან რეორგანიზებულ იქნა მერაბ კოსტავას სახელობის გიმნაზიად.
სკოლას 2006 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩაუტარდა მთლიანი რეაბილიტაცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სკოლა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.



სკოლის აღზრდილები:

ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978).საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა (1978) შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). 1982 წლის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996).1996 წლიდა მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1981). თავისი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

კიაზო ნადარეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თამთა შედანია – "Elite Model Look International 2007"–ის გამარჯვებული.




ზუგდიდის სურათები











განარჯიის მუხური (განმუხური)

განარჯიის მუხური – სოფელი საქართველოშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზემდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მეტრიშავი ზღვიდან 3 კმ. ზუგდიდიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2691 ადამიანი.







:DDDD

ზუგდიდის დრამატული თეატრი

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი, ქართული დრამატული თეატრი ზუგდიდში. სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს დადგა ანტონ ფურცელაძემ. 1907-1908 წლებში ზუგდიდში შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დრამატული წრე, ე. წ. "მუშური დრამწრე", რომელიც 125 სცენისმოყვარეს აერთიანებდა. წრის წევრები 1915 წლიდან მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს, დგამდნენ სპექტაკლებს. საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლ. მესხიშვილი,ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ვახტანგ ურუშაძე და სხვა.

1932 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც 1959 წელს შალვა დადიანის სახელი მიენიჭა. თეატრისათვის აგებულ ახალ შენობაში 1932 წლის 11 აგვისტოს პირველ სპექტაკლებად წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის "სამართალი" (რეჟისორი გიორგი ფრონისპირელი) და პეტრე სამსონიძის"სალტე" (რეჟისორი გ. ფრონისპირელი და ა. ციციაშვილი). სხვადასხვა წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ: რ. ქართველიშვილი, ვ. დარასელი, ლ. ჭედია, ა. თარხან-მოურავი, პ. პატარაია, გ. იოსელიანი,გრიგოლ ლაღიძე, შ. მჟავანაძე, ვ. მჭედლიძე, ვახტანგ გარიკი, ვ. ყუშიტაშვილი, გ. გაბუნია და სხვები. წლების მანძილზე თეტრში მხატვრად მუშობდა ირაკლი გამრეკელი. დადგმებიდან აღსანიშნავია:სანდრო შანშიაშვილის "ანზორი" (1933), ბორის ლავრენიოვის "რღვევა" (1934), აკაკი წერეთლის "პატარა კახი" (1941), ლოპე დე ვეგას "თივა და ავი ძაღლი" (ვ. ყუშიტაშვილის დადგმა), ივანე დარასელის "კიკვიძე" (1965), ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", შალვა დადიანის "გვირგვილიანების ოჯახი" (1967), ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა" (1970), ნ. ჰიქმეთის "ყეყეჩი" (1972), ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" (1973), რეზო თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი" (1974), ალექსანდრე ჩხაიძის "შთამომავლობა" (1978) და სხვა. დასში მოღვაწეობდნენ (1978) საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები: ანთიმოზ როგავა, გ. წერეთელი, შალვა მოსია, დავით გოგიჩაიშვილი, კ. წულაია და სხვა.

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

გაზიარება


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.
 


როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ–ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვევისა და აკლიმატიზაციისათვის.